პარტნიორები

2009-2017 წლებში ინგა ნებიერიძე იკავებდა ს.ს.ი.პ. “საქართველოს ადვოკატთა
ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას. ამავდროულად იყო
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადმინისტრაციული სამართლის კომისიის
წევრი; „ადვოკატთა სოციალური დახმარების“ ფონდის გამგეობის წევრი;
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატთა უფლებების დაცვის კომისიის
წევრი; იურისტთა საერთაშორისო ასოციაციის (IBA) წარმომადგენელი
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიდან და საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის სამუშაო
ჯგუფის წევრი.

ინგა ნებიერიძე

ინგა ნებიერიძემ წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა სამართლის
მაგისტრის კვალიფიკაცია, შემდეგ სწავლა გააგრძელა ამერიკის შეერთებულ შტატებში
“Dickinson College“-ში.
2004-2009 წლებში ქ-ნი ინგა დასაქმებული იყო როგორც საჯარო სტრუქტურებში, ისევე
კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციებში: მუშაობდა თავდაცვის სამინისტროს
იურიდიული დეპარტამენტის პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველოში,
იურისტად; ამერიკის წითელი ჯვრის ასოციაციაში (American Red Cross, Pensilvania, USA),
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში, იურისტად.
2006-2007 წლებში კომპანია “GT – International Legal Consulting Group “-ში, იურისტად. 2007
წელს წარმატების ჩააბარა საადვოკატო საკვალიფიკაციო გამოცდა და გახდა
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო სპეციალიზაციით.

2018-2020 წლებში ინგა ნებიერიძე იყო დასაქმებული კომპანია
„ING-legal“ იურისტად (ბრიუსელი, ბელგია). 2020-2025 იურიდიული კომპანია “ILCC“-
ს აღმასრულებელი დირექტორი, ამ წლებში არჩეული იყო საქართველოს ადვოკატთა
ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრად.
2007 წლიდან ეწევა კერძო საადვოკატო პრაქტიკას, არის ევროპის მენტორინგის და
ქოუჩინგის (EMCC)-ს წევრი, ევროპის ტრანზაქციული ანალიზის ასოციაციის (EATA)-ს
წევრი; საერთაშორისო ორგანიზაციის “HWPL- მსოფლიო ომის გარეშე“ (UN DPI)
მშვიდობის ელჩი (Peace Ambassador), „ადვოკატთა ევროპული პალატის“ (ECOL)
დამფუძნებელი და საბჭოს წევრი. ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) წევრი.

ჩვენი პარტნიორები

Cart (0 items)